ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნაადრევი ვერსია“ - არესტოვიჩი გადადგა


Aftermath of Dnipro apartment block destruction following missile strike
Aftermath of Dnipro apartment block destruction following missile strike

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ამ დრომდე მისი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკმაყოფილებია და არც საჯაროდ გაუკეთებია განცხადება.

გადადგომის მიზეზი არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას უკავშირდება. არესტოვიჩმა ერთ-ერთ ვიდეოში თქვა, რომ რუსული რაკეტა შენობას მას შემდეგ მოხვდა რაც უკრაინელებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

არესტოვიჩის განცხადებას უკრაინაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კრემლმა კიევი საჰაერო იერიშში კიევი დაადანაშაულა.

პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი არ ბომბავს საცხოვრებელ სახლებს და აქვე განმარტა, რომ კიევის ზოგიერთი წარმომადგენელი ამას ადასტურებდა.

მოგვიანებით არესტოვიჩი შეეცადა გაკეთებული განცხადება განემარტა და თქვა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდი იყო. საბოლოოდ არესტოვიჩმა წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს დაღუპულებს და მათ ახლობლებს. დნიპროს მოსახლეობას, ყველას ვინც ღრმად დააზარალა საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის დაცემის ჩემს მიერ გამოთქმულმა ნაადრევმა ვერსიამ,“- წერდა ის.

ოფიციალური წყაროებით დასტურდება, რომ კორპუსს რუსული რაკეტა KH22-მოხვდა, დაღუპულებისა და დაშავებულების ძებნა ნანგრევებში ამ დრომდე მიმდინარეობს.

გადადგომის შესახებ განცხადება არესტოვიჩმა მას შემდეგ დაწერა, რაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ სახლს უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG