ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩელენჯერები", AS90 და ბევრი სხვა რამ უკრაინას ბრიტანეთიდან


დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანი აკეთებს. ბენ უოლესის თქმით, დახმარება მოიცავს „ჩელენჯერ 2“ ტანკების ესკადრილიას და AS90 საარტილერიო სიტემებს.

ეს არის „საბრძოლო ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი დღემდე, უკრაინის წარმატების დასაჩქარებლად,“- თქვა ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლის დროს ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში „უკანონო და არაპროვოცირებულია“ რაც მისი თქმით რუსეთისთვის წარმატებული ვერ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 14 "ჩელენჯერს" გადასცემს. დამატებით გაიგზავნება ასობით ჯავშანტექნიკა, მათ შორის „ბულდოგები“ (პერსონალის გადასაყვანად), მანევრირების მხარდამჭერი პაკეტი... რომლის ღირებულება 28 მილიონ ფაუნდს შეადგენს და დამატებით ათეულობით საჰაერო უპილოტო სისტემა - 20 მილიონის ღირებულების, რომელიც უკრაინის არტილერიის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.

ამას გარდა, გაიგზავნება 100 000 საარტილერიო ჭურვი, ასობით GMLRS ტიპის მოწინავე რაკეტა, "სთარსტრეკის" საჰაერო თავდაცვის სისტემა, საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სხვა. დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს მოიცავს 100 უკრაინული ტანკების შესაკეთებლად გამიზნულ სათადარიგო ნაწილებს.

მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ ბრიტანული ტანკები, რომლის უკრაინაში გაგზავნასაც ლონდონი გეგმავს, უკრაინაში დაიწვება.

„ეს ტანკები იწვება და კვლავაც დაიწვება, როგორც სხვა დანარჩენი", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიტანული ტანკების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG