კრემლში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოსა და ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის სასარგებლო იქნება. თუმცა, ამ განცხადების გაკეთების დროს, არ დაუკონკრეტებიათ კონკრეტულად როდის შეიძლება, რომ ეს შეხვედრა შედგეს, ან რა თემებს განიხილავენ მხარეები.
თურქეთში, ანკარაში, ბოლო შეხვედრის დროს, უილიამ ბარნსმა, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თავისი რუსი კოლეგა, სერგეი ნარიშკინი იმ შესაძლო საპასუხო ქმედებების შესახებ გააფრთხილა, რაც რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვებოდა. გარდა ამისა, განიხილეს რუსეთში მყოფი ამერიკელი პატიმრების საკითხიც.
რუსულ სახელმწიფო სააგენტო "ტასს", ნარიშკინმა უთხრა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა "შესაძლებელია". რუს ჟურნალისტებთან საუბრის დროს კი კრემლის სპიკერმა განაცხადა: "ასეთი დიალოგი, რა თქმა უნდა, აზრიანი იქნებოდა... ზუსტი თარიღების შესახებ არაფერი ვიცი".
უილიამ ბარნსი ბოლოს მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც თავადაც საუბრობს რუსულად, გააფრთხილა კრემლი, რომ უკრაინის საზღვართან სამხედროების განლაგებას დასავლეთისგან საპასუხო ქმედება მოჰყვებოდა.
რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა უკრაინაში, ცივი ომის შემდეგ, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ომის გამო, რუსეთს ათობით სანქცია აქვს დაწესებული.