გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი უკრაინიდან ვენაში დაბრუნდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსი სამხედროების ჩერნობილის სადგურის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ რადიაციის საერთო ფონი ნორმალური იყო გარდა ზოგიერთი ადგილისა, სადაც სავარაუდოდ ოკუპაციის პერიოდში მძიმე ტექნიკის მოძრაობამ, რადიოაქტიური მტვერი ჰაერში აიტანა. რადიაციის დონის მომატება, შესაძლოა, ამან გამოიწვია.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამერიკასთან კოსმოსში თანამშრომლობის შეწყვეტით იმუქრება„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სადგურზე მისი პერსონალი უნდა მუშაობდეს, როგორც ადრე ხდებოდა. მისი ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურ პირობებში მუშაობა უნდა შეეძლოთ“.
გროსი უკრაინის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა, თუმცა ცნობილი არ არის რომელს. უკრაინაში, 4 მოქმედ ელექტროსადგურში 15 რეაქტორი ბირთვულია.
რუსეთმა ჩერნობილის და ზაპოროჟიეს უმსხვილეს მოქმედ ელექტროსადგურებზე კონტროლი მოიპოვა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, თავისი ჯავშანტექნიკით, რადიაციული დაცვის გარეშე გაიარრუეს მაღალ-ტოქსიკური ზონა, რომელსაც ჟღალი ტყე (რიჟი ლეს) ჰქვია და რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოქმნეს.
ასევე ნახეთ: რუსები უკან დახევის დროს უკრაინის სოფლებს ნაღმავენბალთაზარ ლინდაუერი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ „პირველ რამდენიმე დღეს, რადიაციის უეცარ ნახტომს ვაკვირდებოდით, რაც სავარაუდოდ ძალიან მძიმე სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებასთან იყო დაკავშირებული. ეს იმას მოწმობს, რომ ჯარმა არ იცის რას აკეთებს და უგუნურად მოქმედებს“.
„როიტერის“ წყაროების ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა რადიაციის საწინააღმდეგო დაცვის არანაირი საშუალება არ გამოიყენეს. ჩერნობილის ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ქმედებები ჯარისკაცებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან რადიოაქტიურ მტვერს, რომელსაც ისინი ჩაისუნთქავდნენ, შინაგანი დასხივების გამოწვევა შეეძლო.
სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში დასახმარებლად კონკრეტული და დაწვრილებითი გეგმები უკვე მომზადებულია. სააგენტოს მხრიდან ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს პირობების შექმნას, რათა სააგენტომ უკრაინაში გარანტიების საკითხში თავისი მუშაობა გააგრძელოს.
ასევე ნახეთ: უკრაინა - ჩერნობილი, ექიმები და ქორწილები ფრონტის ხაზზე