ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აგრძელებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას


დღეს, რუსეთმა მიუხედავად დაწესებული ვადისა და მუქარისა, განაგრძო ევროპისთვის გაზის მიწოდება. მოსკოვი აცხადებდა, რომ თუ ევროპა საფასურს რუბლში არ გადაიხდიდა, შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას. ამ ბრძანებას ხელი პუტინმა პარასკევს მოაწერა და მიზნად, დასავლურ სანქციებზე პასუხს ისახავს.

ევროკავშირი უარს აცხადებს, რუსული გაზისთვის ანგარიშსწორება რუბლში აწარმოოს. აღნიშნულის შესახებ საუბრისას გერმანიამ განაცხადა, რომ ეს „შანტაჟს“ წარმოადგენს.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრძანება არ მოიცავს იმ გაზს, რომლის საფასური უკვე გადახდილია. შემდეგი გადახდა კი აპრილის თვის შუაში უწევს.

„ნიშნავს ეს რომ თუ რუბლში გადახდაზე დასტური არ გვექნება, გაზი 1 აპრილიდან შეწყდება? არა და ბრძანება ამას არ გულისხმობს“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

რუსეთმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ “არამეგობრულმა” ქვეყნებმა, რუსული საწვავის საფასური არა ევროთი, არამედ რუბლით უნდა გადაიხადონ. რუსეთზე ევროპული გაზის იმპორტის 40 %-ი მოდის.

“ჩვენ არ ვაპირებთ გაზის უფასოდ მიწოდებას, ეს ნათელია. ჩვენს სიტუაციაში, ძნელად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, ევროპელ მომხმარებელთან ქველმოქმედებაში ჩავერთოთ” - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, გასულ კვირას.

ევროკავშირი თავის მხრივ მიზნად ისახავს ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და 2027 წლისთვის დაასრულოს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.

XS
SM
MD
LG