ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა რუს ოლიგარქთან დაკავშირებული თვითმფრინავი დააყადაღა


უკრაინის მხარდამჭერი აქცია ლონდონში
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ლონდონში

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა შაბათს განაცხადა, რომ მან ხელი შეუშალა ლონდონიდან კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავის გაფრენას, რომელიც სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებთან არის კავშირშიაა კავშირში.

„ჩვენ არ ვიდგებით გვერდით და არ ვუყურებთ მათ, ვინც მილიონები იშოვა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის მფარველობით, რომ იცხოვრონ მშვიდად, როცა უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება“, თქვა შაპსმა „ტვიტერზე“.

ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან აფრენა აუკრძალა. თვითმფრინავი მანამ დარჩება იქ, ვიდრე მისი მფლობელობის გამოსავლენად დაწყებული გამოძიება არ დამთავრდება.

XS
SM
MD
LG