ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მარიუპოლიდან მოსახლეობის გასაყვანად კარგი სიახლის მოლოდინშია


უკრაინა, ამ უქმეებზე, მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით, სასიხარულო ამბებს ელოდება. ამის შესახებ შაბათს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინულ ტელევიზიას უთხრა.

"ჩვენმა დელეგაციამ მიაღწია შეთანხმებას სტამბოლში [უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს] ევაკუაციის უზრუნველყოფის შესახებ", თქვა არესტოვიჩმა. „ვფიქრობ, დღეს, ან შესაძლოა, ხვალ გავიგოთ კარგი ამბავი მარიუპოლის მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა პარასკევს მარიუპოლში გუნდი გაგზავნა, დაახლოებით 54 ავტობუსისა და სხვა კერძო მანქანებისგან შემდგარი კოლონის ქალაქიდან გამოსაყვანად. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, რადგან კოლონას, უკრაინელების ინფორმაციით, რუსულმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა. წითელმა ჯვარმა კი განაცხადა, რომ ევაკუაციისთვის შეუძლებელი პირობები დახვდათ.

რუსეთის მიერ ხუთი კვირის წინ დაწყებული ომის პირველივე დღეებიდან მარიუპოლი რუსებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ ისევ სასმელი წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და სითბოს გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG