სენატორმა რენდ პოლმა, უკრაინისთვის $40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის დაჩქარებული წესით კენჭისყრა დაბლოკა. ნაბიჯი აფერხებს შეერთებული შტატების ძალისხმევას, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას, დახმარება სწრაფად მიეწოდოს. ამერიკელმა კანონმდებლებმა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში სპეციალურად ცალკე გამოიტანეს და წინ წამოწიეს უკრაინისთვის დასამტკიცებელი თანხა, რათა დახმარება ომში მყოფი ქვეყნისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებულიყო.
„ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის დახმარება, ამერიკის ეკონომიკის გაწირვით“ - განაცხადა სენატორმა. რენდ პოლის წინადადება, უკრაინისთვს გამოყოფილი 40 მილიარდის ხარჯვის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნას გულისხმობს. სენატორი ითხოვს კანონპროექტს დაემატოს პუნქტი, რომლის უფლებმოსილებით, დახმარების ხარჯვით ნაწილს მეთვალყურეობა სპეციალურმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს.
სენატორის ნაბიჯმა, პროცედურა ერთი კვირით შეაფერხა. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება და სენატი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტს დაამტკიცებს.
ვითარება უკრაინაში
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან 38 დაჭრილი მეომრის რუს პატიმრებზე გაცვლის თაბაზე, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი „ძალიან რთულია.“
მისი თქმით, „ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და საჯარო ფიგურის“ კომენტარებმა, მოლაპარაკებების პროცესი დააზიანა. „ფესიბუქზე“ გამოვეყნებულ განცხადებაში, პრემიერი მოადგილეს სხოვს, ადამიანებმა შეწყვიტონ „საჯარო კომენტარების გაკეთება საკითხზე, რომელსაც არ იცნობენ.“
კირილ სტრემუსოვი, ხერსონის ე.წ. რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც რუსეთის მიერაა დანიშნული, აცხადებს, რომ „ხერსონი რუსეთია. სტრემუსოვმა ამის შესახებ რუსლ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ისაუბრა. მან ვლადიმირ პუტინს სთხოვა ქალაქი რუსეთის ნაწილად გამოაცხადოს.
ნატოს გაფართოება
ფინეთის პრეზიდენტმა და პრმიერ-მინისტრმა, ხუთშაბათს გამოხატეს მზაობა და დასტური, ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ნატოს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. და როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს“ - წერია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „ფინეთმა წევრობაზე განაცხადი დაგვიანების გარეშე უნდა გააკეთოს“.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, ნატოში გაწევრიანების შესახებ ფორმალური ნაბიჯების გადადგმას განიხილავს ფინეთის მეზობელი შვედეთიც.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ ფინეთი წევრობაზე განაცხადს გააკეთებს, „ისინი ნატოში თბილად იქნებიან მიიღებულნი, გაწევრიანების პროცესი კი მსუბუქი და სწრაფი იქნება.“
„ფინეთი ნატოს ერთ-ერთიი უახლოესი პარტნიორი და დემოკრატიაა, ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რუსეთი კი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვეეთის ნატოში გაწევრიანება, „სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს“.
„ნატოს გაფართოება და ალიანსის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, სამყაროს და ჩვენს კონტინეტს, უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს არ ხდის“ - განაცხადა ხუთსაბათსვე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ნაბიჯს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი „ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა, მანამდე კი მან ფინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკი წერს, რომ ფინელ კოლეგასთან მან ევროკავშირში უნკრაინის ინტეგრაციის საკითხიც განხილა.