ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დასავლეთს ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტის რისკზე აფრთხილებს


ხუთშაბათს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესმა მოკავშირემ დასავლეთი გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ზრდა, რუსეთსა და ნატოს სამხედრო ალიანსს შორის კონფლიქტის დაწყების რისკს წარმოადგენდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ნატოსთან ასეთი კონფლიქტი, სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის რისკს ყოველთვის შეიცავდა.

‘ნატოს ქვეყნები უკრაინას იარაღით ავსებენ, ჯარს დასავლური აღჭურვილობის გამოსაყენებლად წვრთნიან, გზავნიან დაქირავებულ მებრძოლებს და ჩვენს საზღვრებთან ალიანსის ქვეყნების წვრთნები, ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას ზრდის“, თქვა მედვედევმა „ტელეგრამის“ შეტყობინებაში.

რუსეთი და შეერთებული შტატები უდიდესი ბირთვული სახელმწიფოებია. ვაშინგტონში ბაზირებული შეიარაღების კონტროლის ასოციაციის თანახმად, რუსეთს 6257 ბირთვული ქობინი აქვს, ნატოს სამ ბირთვულ სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს და საფრანგეთს კი მთლიანობაში დაახლოებით 6065 ქობინი აქვთ.

XS
SM
MD
LG