ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დმიტრი მედვედევი აშშ-ს „პროქსი ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს


რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი შეერთებულ შტატებს, რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.

„პროქსი ომი“ ეს არის დიდი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ომი, რომელშიც თავად არ არის ჩართული.

მედვედევმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის ეკონომიკა დაზარალდება.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის დამარცხების და ეკონომიკური განვითარების, მსოფლიოში პოლიტიკური გავლენის შეზღუდვის სერიოზული მცდელობა“ - ასე გამოეხმარა „ტელეგრაფის“ ოფიციალურ ანგარიშზე მედვედევი, წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას.

მედვედევი შეერთებული შტატების ხელისუფლებას „რუსოფობიურს“ უწოდებს და საწვავზე, ასევე სურსათზე „გიჟური“ ფასების გამო ადანაშაულებს. 2020 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მედვედევი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.

ვაშინგტონის მიმართ „ტელეგრამზე“ ბრალდებებს გამოთქვამს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესალავ ვოლოდინიც. „ვაშინგტონს უკრაინაში ჰოლოდომორი სურს“, - ამბობს ვოლოდინი და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის ვალებში ჩაძირვა და შემდეგ მისი მარცვლეულის მითვისება სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG