ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თებერვალში უკრაინაში მომხდარი კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა - ამბობენ დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში


დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში ამბობენ, რომ რუსეთმა თებერვალში უკრაინაში ომის განახლების წინ კიბერთავდასხმა განახორციელა, რითიც მწყობრიდან გამოიყვანა საკომუნიკაციო საშუალებები და გათიშა მოდემები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინული მხარისთვის.

დისტანციურმა დივერსიამ „ომის დასაწყისშივე საკომუნიკაციო სისტემებში დიდი დანაკარგი“ გამოიწვია,“- ამბობდა უკრაინის კიბერუსაფრთხოების წარმომადგენელი ვიქტორ ჟორა, ჯერ კიდევ მარტში.

არსებული ინფორმაციით, მაშინ კიბერშეტევა VIASAT-ის ქსელზე მოხდა. როგორც უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, თავდასხმას მასშტაბური იყო.

„ამ კიბერშეტევას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, რამაც გამოიწვია კომუნიკაციის შეფერხებები, ასევე ზიანი მიადგა უკრაინის სახელისუფლებო ორგანოებს ბიზნესსა და მომხმარებელს. კიბერთავდასხმა ასევე შეეხო ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას,“- წერია განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, რომ ეს იყო „განზრახ, მავნე თავდასხმა რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ”. თუმცა აქვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმა გასცდა უკრაინის საზღვრებს და მან შეაფერხა ქარის ელექტროსადგურების და ინტერნეტის გავრცელება ცენტრალურ ევროპაში, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე უკრაინელი სამხედროები იყვნენ.

უკრაინაში ომის განახლებამდე მომხდარი კიბერშეტევის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ, სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ გამოძიებაში დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოები, მათ შორის ამერიკის და საფრანგეთის სპეციალური სამსახურები იყვნენ ჩართულნი.

„ეს მიუღებელია. კიბერშეტევა კიდევ ერთი კარგი მაგალითია რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევისა კიბერსივრცეში, რომელიც ასევე წარმოადგენს უკრაინაში მისი უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის განუყოფელ ნაწილს,“- წერია ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის განცხადებაში.

კრემლს ამ დრომდე ბრალდებებისთვის არ უპასუხია, თუმცა წინა ბრალდებები და კავშირი კიბეროპერაციებთან თუ თავდასხმებთან მოსკოვმა უარყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG