ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი გაყინული რეზერვების ჩამორთმევით უკრაინის აღდგენას ვარაუდობს


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაყადაღებული ქონების ჩამორთმევა და შემდეგ, ამ თანხების უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის გამოყენება უნდა მოხდეს.

ეს განცხადება მან Financial Times-თან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ლოგიკური ნაბიჯია და მსგავსია ავღანეთში ხელისუფლების სათავეში თაალიბების მოსვლის შემდგომი ვითარებისა, როცა ვაშინგტონმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის ჩამორთმეული ქონება გაყინა.

ბორელმა ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის აღდგენას ასობით მილიარდი ევრო დასჭირდება და რომ ევროპულმა დედაქალაქებმა უნდა განიხილონ გაყინული რუსული უცხოური რეზერვების ჩამორთმევა და მისი უკრაინისთვის გადაცემა.

ბორელის აღნიშნული ინტერვიუ Financial Times-ში დღეს, 9 მაისს გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG