ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის" - ბონო კიევში


8 მაისს კიევის მეტროსადგურში წინასწარ დაუანონსებელი კონცერტი გაიმართა.

"უკრაინელი ხალხი არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, ისინი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან, ვისაც თავისუფლება გვიყვარს", - თქვა ბონომ მეტროსადგურში შეკრებილების წინაშე გამოსვლისას. ამის შესახებ უკრაინული და ირლანდიური მედია იტყობინება.

ბონომ და U2-ს გიტარისტმა The Edge თავისი ყველაზე პოპულარული ჰიტები შეასრულეს. ზოგიერთი ცნობილი კომპოზიციის სიტყვები კი "დაუდექით გვერდით უკრაინას" - ამ სიტყვებით შეცვალეს. ბონომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ახლა მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წინ მიუძღვის.

ზელენსკიმ ბენდი კიევში კონერტის ჩასატარებლად და "უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოსახატად" დაპატიჟა, "ჩვენ სწორედ ამისთვის ჩამოვედით", - თქვა U2-მ "ტვიტერზე".

"ამ საღამოს უკრაინის ცაზე სროლა ისმის, მაგრამ საბოლოოდ თქვენ თავისუფლები იქნებით. მათ შეიძლება იმსხვერლონ თქვენი სიცოცხლე, მაგრამ ვერასდროს წაგართმევენ სიამაყეს", - უთხრა ბონომ კონცერტის მსმენელებს. ცნობილი სიმღერის სიტყვები უკრაინის ახლანდელი ბრძოლის შესაბამისად სწორედ შემსრულებელმა გადააკეთა. კომპოზიციის თავდაპირველი ტექსტი ირლანდიის ძველ კონფლიქტებს და ბრიტანეთ-ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ათწლეულების ბრძოლას ეძღვნება.

61 წლის შემსრულებელი, რომელიც ბევრ სოციალურ პროექტში მონაწილეობს და საკუთარ ხმას სიღარიბისა და შიდსის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლადაც იყენებს, კიევში საჰაერო სირენების, აღმოსავლეთ უკრაინაში კი მწვავე შეტაკებების ფონზე მღეროდა.

XS
SM
MD
LG