ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლენდ-ლიზის აქტი 81 წლის წინ და ახლა


პრეზიდენტი ბაიდენი დღეს კონგრესის მიერ მიღებულ, უკრაინისთვის განკუთვნილ ლენდ-ლიზის აქტს ხელს მოაწერს.

417 მომხრე, 10 წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგებით, „უკრაინის დემკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“, წარმომადგენელთა პალატამ მხარი 28 აპრილს დაუჭირა.

24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უკვე გაუწია. ვაშინგტონმა და დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ხასიათის სანქციები აამოქმედა.

ლენდ-ლიზის აქტის დამტკიცებამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინის დასახმარებლად კონგრესს 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოსთხოვა.

ლენდ-ლიზი 81 წლის წინ

ლენდ ლიზის აქტი, შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 1941 წელს დაამტკიცა და ხელი პრეზიდენტმა რუზველტმა მოაწერა. აქტმა პრეზიდენტ რუზველტს საშუალება მისცა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიეწოდებინა.

ლენდ-ლიზის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, შეერთებულმა შტატებმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გასცა, რომელმაც ყველა შესაძლო ფორმა მიიღო - მათ შორის იყო სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები, გემები, ტანკები, მცირე ზომის შეიარაღება, მოწყობილობები გზების მშენებლობისა და საჰაერო ხაზების გამართვისთვის, სამრეწველო ქიმიკატები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა. გზავნილებში ასევე შედიოდა ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, ქვეყნებმა ასევე მიიღეს ნედლეული, მათ შორის მატყლი და ტყავი, უნიფორმებისთვის.

ამერიკის დახმარება საბჭოთა კავშირს

კრედიტ-იჯარის ხელშეკრულებები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კიდევ 30-ზე მეტ ქვეყანასთან გაფორმდა, მათ შორის საბჭოთა კავშირთან.

ლენდ-ლიზის აქტი - 1941
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

ამერიკამ საბჭოთა კავშირს ჯამში 11,3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა - დღევანდელი კურსით ეს თანხა 220 მილიარდს აღემატება. ვაშინგტონი მოსკოვს საჭირო პროდუქციას 1945 წლამდე აწვდიდა.

დახმარების ნაწილი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ამერიკისგან მიიღო:

  • 400 000 ჯიპი და სატვირთო მანქანა
  • 14 000 თვითმფრინავი
  • 8 000 ტრაქტორი
  • 13 000 ტანკი
  • 1,5 მილიონი საბანი
  • 15 მილიონი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი
  • 107 000 ტონა ბამბა
  • 2,7 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი
  • 4,5 მილიონი ტონა საკვები

ლენდ-ლიზის მნიშვნელობა დღეს

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ლენდ-ლიზის აქტი არის ერთგვარი გზამკვლევი, როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა ახლა, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

„მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენდ-ლიზი დემოკრატიისთვის ბრძოლაში თანამშრომლობის მოდელი იყო. და ის არის მოდელი ჩვენთვის, - როგორ ვიმოქმედოთ ახლა“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ლენდ-ლიზის აქტი მიღების შემდეგ.

24 თებერვალს, უკრაინის „დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციის“ მიზნით დაწყებულ ომს, კრემლი კვლავ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არაპროვოცირებული და გაუმართლებელია.

XS
SM
MD
LG