შერმინატორმა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა
გიორგი შერმადინი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესპანური „ტენერიფეს“ მაისურით, ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 33 წლის შერმადინისთვის, ეს მეოთხე დიდი საერთაშორისო ტიტულია. 2009-2013 წლებში, შერმინატორმა ორჯერ, ევროლიგა მოიგო. 2020 წელს კი ქართველმა ფიბას საკონტინენტთაშორისო თასიც ასწია