ეს გიგანტური შავი ხვრელის პირველი ფოტოა, რომელიც ჩვენი, ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. მისი სახელია საგიტარიუსი-A. სუპერმასიური შავი ხვრელის ფოტო ჰორიზონტის რადიოტელესკოპების საერთაშორისო სისტემამ (EHT) გადაიღო. საგიტარიუსი-A ზომით მზეს დაახლოებით 4 მილიონჯერ აღემატება.
მანამდე, 2019 წელს ჰორიზონტის სისტემამ კიდევ ერთი შავი ხვრელის ფოტო გადაიღო. ის გალაქტიკაში მესიერ-87 მდებარეობს და დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
Facebook Forum