ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტრონომები შავი ხვრელის პირველ, ისტორიულ ფოტოს აქვეყნებენ


"ჩვენ დღეს გამოვამზეურეთ სამყაროს ის ნაწილი, რომელიც აქამდე თვალით არავის უნახავს" - თქვა შეპ დოლმანმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომმა, რომელიც აღნიშნული ფოტოს მომზადების პროცესს ხელმძღვანელობდა. პრესკონფერენცია ვაშინგტონში და მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართა.

ფოტოზე ასახული შავი ხვრელი, გალაქტიკის "მესიერ-87" შუაგულში მდებარეობს. ის დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაცილებული. გალაქტიკის მასა ჩვენი მზის მასას 7 მილიარდჯერ აღემატება. შავი ხვრელები ერთ-ერთი ყველაზე ბობოქარი ადგილია კოსმოსურ სამყაროში, ის შთანთქავს ყველაფერს, რაც მასთან ახლოს ხვდება, პლანეტა იქნება ეს, ვარსკვლავი, მტვერი, აირი, თუ სინათლე.

ვაშინგტონში ამ ფოტოს ეკრანზე გამოჩენას, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9 საათზე დაწყებულ პრესკონფერენციაზე, დარბაზში დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ფოტო ორწლიანი მუშაობის და კომპიუტერული ანალიზის შედეგია. მის შექმნაში ოთხი კონტინენტის 8 ტელესკოპი იყო ჩართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG