ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე გადასული ამერიკელი ჯარისკაცის ბედის გარკვევას ცდილობს


კორეის ნახევარკუნძულზე, ორ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, სამხრეთ კორეიდან მსურველები ჩრდილოეთ კორეის ხედებს აკვირდებიან.
კორეის ნახევარკუნძულზე, ორ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, სამხრეთ კორეიდან მსურველები ჩრდილოეთ კორეის ხედებს აკვირდებიან.

ვაშინგტონი ფხენიანთან ახალი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. შეერთებული შტატები ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ბედი ეწია ამერიკელ ჯარისკაცს, რომელმაც უნებართვოდ გადაკვეთა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი.

ამერიკის არმიის განცხადებით, ეს არის რიგითი ჯარისკაცი ტრეივის ტ. კინგი. ის შეერთებული შტატების ჯარში 2021 წელს ჩაეწერა და დისციპლინური სასჯელის მოლოდინში იყო.

კინგი საორიენტაციო ტურის დროს, რომელიც ორი კორეის საზღვართან ტარდება, ჩრდილოეთ კორეაში "ნებით და ავტორიზაციის გარეშე" გადავიდა, განაცხადა ლოიდ ოსტინმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.

საგანგებო ბრიფინგზე ოსტინმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონის აზრით, ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს. "ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვიძიებთ სიტუაციას და ინფორმაციას ვატყობინებთ მის უახლოეს ნათესავებს", - აღნიშნავს ოსტინი.

რიგითი კინგის მოტივი უცნობია. სამხრეთ კორეაში მივლენილი ამერიკელი ჯარისკაცი გასული წლის ოქტომბერში, პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მან ამ წლის თებერვალში დანაშაული აღიარა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო დაკავების ობიექტზე სასჯელიც მოიხადა, რის შემდეგაც, სააგენტო "როიტერის" წყაროების ცნობით, ამერიკაში დაბრუნების მიზნით, ის აეროპორტში გააცილეს. აეროპორტში მან უსაფრთხოების შემოწმება გაიარა და შემდეგ გაუჩინარდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას ეს ინციდენტი აქამდე არ უხსენებია. კომენტარის თხოვნაზე არც გაეროში ფხენიანის მისია პასუხობს.

სამხრეთ კორეაში განლაგებული ამერიკული ძალების პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ მათ ჩრდილოეთ კორეას დაკარგული ჯარისკაცის თაობაზე უკვე აცნობეს. პოლკოვნიკ ისააკ ტეილორის თქმით, შეერთებული შტატები ინციდენტის მოგვარებაზე მუშაობს. "ჩვენ ჩრდილოეთ კორეელებთან კომუნიკაცია ყოველდღე გვაქვს", - ამბობს ის და განმარტავს, რომ "ეს ყველაფერი დროებით ზავზე შეთანხმების ნაწილია".

ამერიკელი ჯარისკაცის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გადასვლა ემთხვევა მორიგ დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე. იმავე დღეს, 18 ივლისს, სამხრეთ კორეის წყლებში შეერთებული შტატების წყალქვეშა ნავი შევიდა, რომელიც ბირთვული ბალისტიკური რაკეტებითაა აღჭურვილი. დღეს დილით კი, 19 ივლისს, ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:10 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG