ორშაბათს, ხუთმა ჩრდილო კორეულმა დრონმა სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ ჰაერში ავიაგამანადგურებლები და მოიერიშე შვეულმფრენები აიყვანა და ჩრდილოეთ კორეის საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად ცეცხლი გახსნა.
სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საპასუხო ნაბიჯების ნაწილი იყო ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სადაზვერვო თვითმფრინავის გაგზავნა. მას სამხედრო ობიექტების ფოტოები უნდა გადაეღო.
ხუთიდან ერთმა დრონმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის სიახლოვეს იფრინა, დანარჩენებმა კი დასავლეთ სანაპიროსთან.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ოფიციალურმა პირმა ლი სუნგ-ომ ბრიფინგზე განაცხადა: „ეს პროვოკაციის აშკარა აქტია, როდესაც ჩრდილოეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს".
ლიმ თქვა რომ სამხრეთ კორეის სამხედროებმა დრონების „ჩამოსაგდებად საშუალებები გამოიყენეს.“
მას არ უთქვამს დრონები ჩამოაგდეს, თუ არა. მაგრამ ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპმა“ მოგვიანებით თქვა, რომ სამხრეთ კორეის სამხედროებმა 100-ჯერ გაისროლეს, მარამ ვერცერთი ვერ ჩამოაგდეს. ლიმ თქვა, რომ როდესაც დრონები აღმოაჩინეს, სამხრეთ კორეამ თავდაპირველად „გამაფრთხილებლად გაისროლა".
სააგენტოს ცნობით, ერთი დრონი ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა, დანარჩენი ოთხის კვალი კი სამხრეთ კორეამ დაკარგა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას დრონები არ უხსენებია.