ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - სამხრეთ კორეა ჩრდილოეთის უპრეცედენტო სარაკეტო მოქმედებას პასუხობს


ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას აგრძელებს, ამჯერად ფხენიანმა სულ მცირე 23 რაკეტა გაუშვა, მათგან ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის სანაპიროდან 60 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ფაქტს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იონ სუკ-იოლი გამოეხმაურა და ის „ტერიტორიულ ხელყოფად“ შეაფასა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საპასუხოდ „სწრაფი და მტკიცე პასუხი იქნებოდა“ გაცემული.

ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს სამხრეთ კორეაში სარაკეტო თავდასხმის სირენების ხმა და შემდეგ უკვე საპასუხოდ, 2 რაკეტის სროლა მოჰყვა. სეულის მიერ გაშვებული რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების მიღმა ჩამოვარდა, თუმცა ჩრდილოთ და სამხრეთ კორეას შორის სადავო ტერიტორიაზე.

ეს 1945 წელს, ნახევარკუნძულის ორად გაყოფის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს ჩამოაგდო. ასევე, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ერთი დღის განმავლობაში გასროლილი რაკეტების რაოდენობითაც, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

ტაივანი - ისტორიული ექსკურსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG