ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინი ბელგრადს: უნდა გააკეთოთ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის


მანამ სანამ ბერლინში ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გაიმართება, გერმანია მოუწოდებს სერბეთს გააკეთოს არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევანი მარტივია.

სააგენტო "როიტერი" ინფორმაციას გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი ხდება გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით,“- თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

წყარო გერმანიის მთავრობიდან ამბობს, რომ თუ სერბეთი ევროკავშირისკენ გზას აირჩევს, მას გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ თუ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი „სხვა გზით წასვლას გადაწყვეტს, ამას საპირისპირო შედეგები მოჰყვება“.

სერბეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს 2012 წლიდან ფლობს და ევროკავშირიში გაწევრიანების პარალელურად ცდილობს რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG