ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ლუის ინასიუ ლულა და სილვა სცნო. არჩევნების შედეგების თანახმად, ლულამ, რომელიც ბრაზილიის 35ე პრეზიდენტი იყო 2003-2010 წლებში, ხმათა 50.9 % მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ კი - 49.1 %.
ჟაირ ბოლსონარომ დამარცხება არჩევნებიდან სამი დღის განმავლობაში არ აღიარა. თუმცა სამშაბათს, დღის ბოლოს ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტის კომუნიკაციების მინისტრმა, ფაბიო ფარიამ "როიტერთან" საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკურ მოკავშირეთაგან უფრო და უფრო მეტი ადამიანის რჩევის შესაბამისად, ბოლსონარო აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს. მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1-ლი იანვრისთვისაა დაგეგმილი.
ათობით ათასმა მოქალაქემ სან-პაოლოს ქუჩებში 77 წლის პოლიტიკოსის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება ზეიმით აღნიშნა. ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაშიც სდებდნენ ბრალს, ამ ბრალდებით მან ციხეში 580 დღე დაჰყო. მოგვიანებით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალდება გააუქმა, საქმის არასწორად წარმოების გამო.
ლულა პირობას დებს, რომ ბოლსონაროს პოლიტიკის საკვანძო საკითხებს მნიშვნელოვნად შეცვლის, მათ შორის იარაღთან და ამაზონის ტყეების სუსტ დაცვასთან დაკავშირებით. არჩეული პრეზიდენტი ამომრჩეველს იმასაც ჰპირდება, რომ ძლიერ დაყოფილ მოსახლეობას გაააერთიანებს, და 215 მილიონი ბრაზილიელის პრეზიდენტი იქნება და არა მხოლოდ მათი, ვინც მას ხმა მისცა. "არ არსებობს ორი ბრაზილია. ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი დიდი ერი". თუმცა ამომრჩევლებისადმი მიმართვისას, ლულამ თქვა, რომ არ იცის, აღიარებს თუ არა მის გამარჯვებას ბოლსონარო.
ლულა და სილვამ კრიტიკა დაიმსახურა, უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის. მაისში, ჟურნალ "თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამ ომზე "იმდენადვეა პასუხისმგებელი, რამდენადაც ვლადიმირ პუტინი". ამავე ინტერვიუში, მისი თქმით, ჯო ბაიდენს მეტის გაკეთება შეეძლო იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი თავიდან აეცილებინა და "არ წაექეზებინა".
"ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლებს, მის მიმართ აპლოდისმენტებს, მდგომარე ოვაციებს ევროპარლამენტარების მხრიდან. ეს კაცი ისევეა პასუხისმგებელი ომზე, როგორც - -პუტინი. არ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა. ჯო ბაიდენს შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი, არათუ გაემწვავებინა ის. ბაიდენს შეეძლო უბრალოდ ჩამჯდარიყო თვითმფრინავში მოსკოვის მიმართულებით და პუტინთან ესაუბრა. ესაა ის მიდგომა, როგორსაც ლიდერისგან ელოდები", - თქვა მან.
ლულა პირობას დებს, რომ ბოლსონაროს პოლიტიკის საკვანძო საკითხებს მნიშვნელოვნად შეცვლის, მათ შორის იარაღთან და ამაზონის ტყეების სუსტ დაცვასთან დაკავშირებით. არჩეული პრეზიდენტი ამომრჩეველს იმასაც ჰპირდება, რომ ძლიერ დაყოფილ მოსახლეობას გაააერთიანებს, და 215 მილიონი ბრაზილიელის პრეზიდენტი იქნება და არა მხოლოდ მათი, ვინც მას ხმა მისცა. "არ არსებობს ორი ბრაზილია. ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი დიდი ერი".