ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

YouTube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები დაბლოკა


"YouTube"- მა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის პლატფორმაზე ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს ვიდეო-არხიდან რამდენიმე ვიდეო განზრახ წაშალა, რადგან ამ უკანასკნელში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესახებ მცდარი ინფორმაცია იყო მოწოდებული. პანდემიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად სხვა სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი სისტემა მოქმედებს.

YouTube აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საკითხის გულდასმით შესწავლის შემდეგ, ბოლსონაროს პოლიტიკური იდოლოგიისა თუ პოზიციის გათვალისწინების გარეშე მიიღეს. ულტრა-მემარჯვენე ლიდერი, ყოფილი კაპიტანი, რომლის ქვეყანაშიც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ვირუსის გართულებებით ყველაზე მეტი გარდაცვლილია, პანდემიის შემზღუდავ ზომებს ეწინააღმდეგება, დაუდასტურებელ ცნობებს ავრცელებსი თითქოსდა სასწაულებრივი განკურნების შესახებ, თესავს უნდობლობას ვაქცინების მიმართ და უარყოფს პირბადეების სარგებელს.


"ჩვენი წესები არ იძლევა უფლებას, რომ გავრცელებულ მასალებში იყოს მტკიცება, თითქოსდა ჰიდროქლოროქვინი ან ივემეცტინი კოვიდ-19-ის პრევენციისთვის ეფექტური საშუალებებია, რომ არსებობს დაავადების წამალი, ან რომ პირბადეები სეფექტური არაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ოფისს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა გასულ წელს ბოლსონაროს ვიდეოები რამდენჯერმე დაბლოკეს "ტვიტერმაც" და "ფეისბუქმაც". მიზეზი მაშინაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რეკომენდაციების საწინააღმდეგო განცხადებები იყო. თუმცა პრეზიდენტის "YouTube" არხი განსაკუთრებით აქტიურია, რადგან მისი ყოველკვირეული მიმართვა ერისადმი სწორედ ამ საშუალებით გადაიცემა, მასში ბევრი მოქალაქე მონაწილეობს. პრეზიდენტი ბოლსონარო ხშირად აქვე მუსიკალურ ღონისძიებებს მასპინძლობს, იწვევს მინისტრებს, პასუხობს ამომრჩევლის შეკითხვებს და აკრიტიკებს მოწინააღმდეგეებს. პანდემიის პირობებში კი ის ამავე არხზე და "ფეისბუქის" მიმოწერის/კომენტირების სექციაში ხშირად აყენებს ეჭვქვეშ ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევებს იმ გზების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც პანდემიის გავრცელების შეზღუდვაა შესაძლებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG