ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ბრიტანეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბრიტანეთში მოგზაურობისგან. მიზეზად კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ზრდა სახელდება.

ორშაბათს, ბრიტანეთში მოგზაურობის მსურველებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული გაფრთხილება უმაღლეს ნიშნულზე აწიეს. იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური ნაბიჯი გადადგა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა.

ორივე ფედერალური სააგენტოს განცხადება ასევე ამბობს, რომ თუ ბრიტანეთში მოგზაურობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინ ამერიკის მოქალაქე უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ის კოვიდ-19-ზე სრულად აცრილია. იმავე დღეს ბრიტანეთმა ე.წ. თავისუფლების დღე იზეიმა, როცა საკარანტინო შეზღუდვები ქვეყანაში სრულად მოიხსნა. ბრიტანელებს ორშაბათიდან ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა აღარ ევალებათ.

ორშაბათსვე, შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, გასული წლის იანვარში გამოცხადდა. ახალ დეკლარაციას ვადა 90 დღე აქვს. მთავარი მიზეზი, წინა კვირებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მზარდი მონაცემებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG