ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარანტინისგან "თავისუფლების დღე" ბრიტანეთის პრემიერმა კარანტინში აღნიშნა


16-თვიანი აკრძალვის შემდეგ, ლონდონში ექსკურსიები დაიწყო
16-თვიანი აკრძალვის შემდეგ, ლონდონში ექსკურსიები დაიწყო

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დასრულება ბრიტანეთში საზეიმოდ აღნიშნეს. მთავრობამ 19 ივლისი "თავისუფლების დღედ" გამოაცხადა.

ბრიტანეთში ორშაბათიდან დაწყებული, აღარ არის სავალდებულო სოციალური დისტანციის დაცვა, ან ნიღბების ტარება, რაც კოვიდ-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით იყო შემოღებული. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორშაბათს თქვა, რომ აცრის სერტიფიკატის გარეშე დიდ ღონისძიებებზე დასწრება მალე აიკრძალება.

ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბი 19 ივლისს, გამთენიისას
ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბი 19 ივლისს, გამთენიისას

სექტემბრის ბოლოდან, ღამის კლუბებში თუ მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შესასვლელად, ყველას მოეთხოვება კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის საბუთი. "ტესტზე უარყოფითი პასუხი საკმარისი აღარ იქნება" - უთხრა ლონდონში შეკრებილ ჟურნალისტებს პრემიერმა.

თავად ჯონსონმა ეს დღე კარანტინში გაატარა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ახალ ჯანდაცვის მინისტრ საჯიდ ჯავადს კოვიდ-19 დაუდასტურდა. პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა და "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილიც არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG