მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს დევნასა და ომს გამოქცეული იმიგრანტების მიღების ხანგრძლივი ისტორია აქვს, მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე, ტერმინი „ლტოლვილი“ კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო. ცვლილება, მეტწილად, მეორე მსოფლიო ომის გამო ადგილნაცვალი ევროპელების დიდმა ნაკადმა მოიტანა.
შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მიხედვით, 1933-45 წლებში, ომს ამერიკაში, სულ მცირე 180 000 ევროპელი გამოექცა. ამან კონგრესს უბიძგა, ლტოლვილთა შესახებ პირველი კანონმდებლობა მიეღო. აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, კონგრესის მიერ, 1948 წელს მიღებული ლტოლვილთა აქტის მიხედვით, შეერთებულულმა შტატებმა, მაშინ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დამატებით 350 000 დევნილის მიღება დაუშვა.
ლტოლვილთა შემდგომ ტალღებს, ძირითადად სწორედ იმიგრანტთა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება და მომხდარი არეულობა ქმნიდა. ასე მაგალითად, 1959-62 წლებში, ფიდელ კასტროს კომუნისტურ მმართველობას, კუბიდან შეერთებულ შტატებში, 200 000-ზე მეტი კუბელი გამოექცა. 1975 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამიდან ბოლო ჯარები გამოიყვანა, ქვეყანამ ვიეტნამიდან, კამბოჯიდან და ლაოსიდან, ასობით ათასი ადამიანი მიიღო.
1990-იანი წლების უმეტესი პერიოდის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ლტოლვილთა უმეტესობა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყო.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა ლტოლვილთა რაოდენობა აფრიკის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აზიიდან. მათ შორის არიან ავღანელი და ერაყელი ლტოლვილები, რომლებიც ამ ქვეყნებში ომის დროს, აშშ-ის მთავრობას ეხმარებოდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1975 წლიდან, აშშ-მა 3,4 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო.
მადლენ ოლბრაითი 1937 – 2022
შეერთებულ შტატებში 11 წლის ასაკში ჩამოვიდა. მანამდე, მისი ოჯახი, იმჟამინდელი ჩეხოსლოვაკეთიდან, ნაცისტებს გამოექცა. 1997 წელს, ოლბრაითი შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი გახდა.
უმაღლესი რანგის დიპლომატი ცნობილი იყო მკაცრი საუბრებითა და ძლიერი მორალური კომპასით.
1999 წელს, ოლბრაითი მხარს უჭერდა იმჟამინდელ იუგოსლავიაში აშშ-ის ინტერვენციას. ის პრეზიდენტ ბილ კლინტონს დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ, ნატოს ძალების საჰაერო დარტყმების ორგანიზება გაეწია. მოგვიანებით, ჟურნალმა „თაიმმა“ კამპანიას „მადლენის ომი“ უწოდა.
როგორც ნაცისტური გერმანიის, ასევე საბჭოთა კავშირის მიერ, მშობლიური ჩეხეთის რესპუბლიკის ტანჯვის ხილვამ, ის სტაბიულური ევროპის ძლიერ დამცველად აქცია. იგი ლობირებდა ნატოს გაფართოებას, და დაარწმუნა შეერთებული შტატების სენატი, დაეშვა პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ალიანსში გაწევრიანება.
ოლბრაითი მიმიდნარე წლის დასაწყისში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი, ის კვლავ უსაფრთხო ევროპის ხილვისთვის მუშაობდა. 23 თებერვალს, „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით, „ისტორიულ შეცდომას“ უშვებდა.
„აქ ბავშვი ჩამოვედი და არასდროს დამავიწყდება, როგორ შევცურეთ ნიუ-იორკის ნავსადგურში და პირველად დავინახე თავისუფლების ქანდაკება... როგორც ყველა ლტოლვილი, მეც ვიზიარებდი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების იმედს, იმედს, რომ ერთ დღეს მექნებოდა შესაძლებლობა, ჩემი ახალი ქვეყნისთვის სიკეთე დამებრუნებინა.“
მარლენ დიტრიხი 1901 – 1992
დაიბადა 1901 წელს, გერმანიაში. მას, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, წარმატებული სამსახიობო და მომღერლის კარიერა ჰქონდა, თუმცა გერმანიაში ნაციზმის აღზევებამ, ის აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და აშშ-ის მოქალაქე გახდა.
ღრმა ხმითა და განსაკუთრებული სტილით ცნობილი დიტრიხისთვის, დიდების გზაზე მთავარი ფილმ „ლურჯ ანგელოზში“ შესრულებული როლი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ის საცხოვრებლად ჰოლივუდში გადავიდა და 1930-40-იან წლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი იყო. გერმანიაში ნაციზმის აღზევებამ, დიტრიხი აიძულა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი ეთქვა. ამის ნაცვლად, 1939 წელს აშშ-ის მოქალაქე გახდა და ჩაერთო ჰუმანიტარულ საქმიანობაში, საკუთარი სიმღერით ამხნევებდა ამერიკულ ჯარს და ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ სიტყვით გამოდიოდა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა, დიტრიხის და, ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მიზანი, დიტრიხის პოზიციებზე გავლენის მოხდება და მის საქმიანობაში ხელის შეშლა იყო. დებმა შეხვედრა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლეს.
„გერმანელად დავიბადე და ყოველთვის გერმანელი ვიქნები... და როდესაც აღარ მქონდა სამშობლო, რომელიც იმსახურებდა სამშობლო მეწოდებინა, ამერიკამ გულთბილად მიმიღო.“
ალბერტ აინშტაინი 1879 – 1955
ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიზიკოსად აღიარებული აინშტაინი, უკვე კარგად იყო ცნობილი, როდესაც გერმანიის სათავეში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა. მეცნიერი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებია.
1932 წელს, ანტისემიტურტი შევიწროების ფონზე, აინშტაინმა ბერლინის პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის თანამდებობა დატოვა და საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა. მესამე რაიხს აღშფოთებდა მისი, როგორც წარმატებული ებრაელი მეცნიერის სტატუსი და მას ბრალი ღალატში დასდო.
1933 წელს აინშტაინმა ევროპა დატოვა და საქმიანობა აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში განაგრძო. მას შემდეგ ევროპაში აღარ დაბრუნებულა, ამერიკის მოქალაქეობა კი 1940 წელს მიიღო.
ჰენრი კისინჯერი 1923 –
კისინჯერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი, ებრაელთა ნაცისტურ დევნას გამოექცა. 1973-77 წლებს, მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.
კისინჯერმა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის წოდებები, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მისმა ნაშრომებმა, ასევე ამერიკის სამთავრობო სააგენტოებზზე მისმა კონსულტაციამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეიზენჰაუერის, კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციებზე.
1968 წელს, კისინჯერი ნიქსონის ადმინისტრაციას შუერთდა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. მრავალ დიპლომატიურ მიღწევას შორის, მასზე საუბრისასს, ხაზს უსვამენ ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკის შემუშავებას და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის განტვირთვას.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მან ვიეტნამის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა გაატარა, მოგვიანებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ლე დიკ თხოსთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
მიღწევების მიუხედავად, კისინჯერი საკამათო პოლიტიკურ ფიგურად განიხილება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მან დაუშვა „ხალიჩისებური დაბომბვა“ კამბოჯაში, მხარი დაუჭირა პაკისტანის მიერ ბანგლადეშის დარბევას და ცოტა რამ გააკეთა, დისიდენტების წინააღმდეგ, არგენტინის კამპანიის შესაჩერებლად.
ილჰან ომარი 1982 –
ომარი, აშშ-ის კონგრესში, პირველი სომალელი ამერიკელია. ის შეერთებულ შტატებში, 1995 წელს, სამშობლოდან სამოქალაქო ომს ოჯახთან ერთად გამოექცა.
ომარის კარიერაში, პირველობის რამდენიმე მაგალითია, მათ შორის, - ის გახდა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი პირველი აფრიკელი ლტლოვილი. ის ასევე პირველია, ორი მუსლიმი ქალიდან, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში მსხურობს.
ომარი რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი სომალიდან გაიქცა და შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე, ოთხი წელი კენიის ლტოლვილთა ბანაკში გაატარა. ფედერალური თანამდებობის დაკავებამდე, ის მინესოტის შტატის მთავრობაში მსახურობდა.