ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარე ორი ომის ფონზე, გაერო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 75 წლისთავს აღნიშნავს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დეკალარაციის 75 წლისთავს აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უფროსმა, ორშაბათს მოუწოდა ქვეყნებს, ერთად იმუშაონ, რათა შეამცირონ ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი და გარემოს დაბინძურება.

განცხადება ვოლკერ თურქმა დეკლარაციის 75 წლისთავის აღსანიშნ ღონისძიებაზე გააკეთა. ღონისძიება ღაზის სექტორში და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე იმართება. გაერო მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.

ჟენევაში ჩატარებულ ღონისძიებას მინისტრები, დიპლომატები და აქტივისტები ესწრებოდნენ. ვოლკერ თურქმა 1948 წელს მიღებულ დეკლარაციასა და მის მთავარ ღირებულებებზე ისაუბრა.

„დღევანდელ ღონისძიებას ვუყურებ, როგორც იმედისკენ და მოქმედებისკენ მოწოდებას“, - თქვა თურქმა. მან თქვა, რომ დეკლარაციამ ქვეყნები მიიყვანა ისეთ წარმატებებამდე, როგორიცაა რასობრივი სეგრეგაციის დასრულება შეერთებულ შტატებში და აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში.

თუმცა, წარმატებული შემთხვევების გარდა, თურქმა ისაუბრა ბრძოლაში წარუმატებლობებზეც. მან ახსენა ომები და თქვა, რომ "მილიონობით ადამიანი აუტანლად იტანჯება ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ღაზაში და ასევე ისრაელში". გაეროს წარმომადგენლმა ისაუბრა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა შიმშილობა, დისკრიმინაცია, რეპრესიები და დაბინძურება.

გაეროში ამბობენ, რომ თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე 55 კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მონაცემია. გაეროში ხაზს უსვამენ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს.

XS
SM
MD
LG