ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ღაზის და დასავლეთ ნაპირის დასახმარებლად 1.2 მილიარდ დოლარს ითხოვს


პარასკევს, გაეროს ჰუმანიტარულმა ოფისმა განაცხადა, რომ 2.7 მილიონი ადამიანის, ღაზის სექტორის მთელი მოსახლეობის და დასავლეთ ნაპირის 500,000 მოსახლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, წლის ბოლომდე 1.2 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

12 ოქტომბერს, ჰუმანიტარული საქმეების კორდინაციის ოფისმა, თითქმის 1.3 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, თავდაპირველად 294 მილიონი დოლარი ითხოვა.

„მას შემდეგ ვითარება მზარდად უიმედო გახდა“, განაცხადა ოფისის პრესმდივანმა იენს ლარკმა.

დახმარების მიწოდება, ისრაელის მიერ მჭიდროდ დასახლებული ანკლავის დაბომბვის კვალდაკვალ შეფერხდა, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების სამხრეთ ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის პრესმდივანმა ლიზ ტროსელმა თქვა: „გავრცელდა ცნობები მსხვერპლის დიდი რიცხვის შესახებ, ასევე ცნობები ღაზის ზოგიერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, მოქმედების ფართო რადიუსის ფეთქებადი იარაღის გამოყენების შესახებ. სერიოზულად გვაშფოთებს, რომ გამორჩევის და პროპორციულობის პრინციპებს ორივე მხარე უგულებელყოფს“.

ჰუმანიტარული საქმეების კორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ დაფინანსების ახალ თხოვნაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ხაზი გაესმევა საკვების, წყლის, ჯანდაცვის, თავშესაფრის, ჰიგიენის და სხვა გადაუდებელ პრიორიტეტებს.

XS
SM
MD
LG