პალესტინელთა მომხრე დემონსტრაციები მსოფლიოს დიდ ქალაქებში გაიმართა. აქციაზე ლონდონში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გუშინ ისრაელმა ღაზა ინტენსიურად დაბომბა, ისრაელში “ჰამასის” მიერ მოწყობილი მკვლელობების საპასუხოდ. დემონსტრანტები დაბომბვისკამპანიის შეწყვეტას ითხოვდნენ იმ ფონზე, როცა ისრაელ-“ჰამასის” დაპირისპირების მესამე კვირა დაიწყო.
ანალოგიური აქცია გაიმართა აშშ დედაქალაქშიც.
ქუჩაში გამოსული ბრიტანელები, რომელთა რაოდენობა პოლიციის შეფასებით 100 000 იყო, ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადის მოხსნას ითხოვდნენ.
ღაზის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიმდინარე დაპირისპირებისას ღაზაში 4300 ადამიანი დაიღუპა. “ჰამასის” მეამბოხეებმა კი 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებში მკვლელობებისას 1400 ისრაელელი იმსხვერპლეს.
შაბათს ეგვიპტეში, რაფის გამშვები პუნქტიდან პირველი დახმარება შევიდა ღაზაში მილიონი მოსახლისთვის, რომელიც ადგილზე რჩება. ღაზის სექტორს “ ჰამასი” აკონტროლებს.