ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი უპრეცენდენტო ნიშნულზეა


გაერომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჰუმანიტარულმა კრიზისმა ღაზის სექტორში "უპრეცედენტო წერტილს" მიაღწია. ისრაელი კი აძლიერებს თავის მოწოდებებს გაეროს გენერალური მდივნის გადადგომის შესახებ სწორედ მსგავსი განცხადებების გამო.

"გაეროს დახმარებისა და შრომის სააგენტო, რომელიც ამ დრომდე ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, გაფრთხილებას ავრცელებს და ამბობს, რომ თუ ღაზაში საწვავი დროულად არ დაიშვება ისინი იძულებულები იქნებიან, მათი ოპერაციები ამაღამვე შეაჩერონ",- განაცხადა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჯარიჩმა.

დუჯარიჩის თქმით, საავდმყოფოები საწვავის, წყლის, სამედიცინო საშუალებების და ადამიანების ნაკლებობის გამო იხურება. საწვავის უკიდურესი სიმცირის გამო, მისი მიწოდება მხოლოდ უმნიშვნელოვანესი დაწესებულებებისთვის ხდება.

გაეროს 400,000 ლიტრი საწავავი აქვს გამზადებული, რათა ეგვიპტის საზღვრიდან ღაზას მიაწოდოს. თუმცა, ამ დრომდე ისრაელი არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას საწვავის ღაზის სექტორში შესატანად. ისრაელი ამტკიცებს, რომ საწვავის უდიდეს ნაწილს ჰამასი აკონტროლებს და ისინი ამ საწვავს სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებენ.

საწვავის გარდა, ღაზის სექტორში საკვების სიმცირეა. "მსოფლიოს საკვების პროგრამა ვარაუდობს, რომ ღაზის სექტორში მხოლოდ 12 დღის საკმარისი საკვებია დარჩენილი",- ამბობენ გაეროში. "თუმცა, მარაგი, რომელიც მაღაზიებშია, სავარაუდოდ, მხოლოდ 5 დღეს გასტანს".

მძიმეა სასმელი წყლის მდგომარეობაც. მოსახლეობა ახლა იძლებულია დაბინძურებული წყალი სვას, რაც მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

"ჰამასს" აშშ-ის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

XS
SM
MD
LG