ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი რუსტემ უმეროვია


რუსტემ უმეროვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსტემ უმეროვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. ის ყირიმელი თათარი, რომელიც წლების განმავლობაში საქმიანობდა უკრაინის პარლამენტში. ფლობს ინგლისურ და თურქულ ენებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ხელმძღვანელობდა უკრაინის მთავარ საპრივატიზაციო სააგენტოს - სახელმწიფო ქონების ფონდს. კანონმდებლებს უმეროვის კანდიდატურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარუდგინა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გემზე, მინისტრო“,- დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ექსში“. სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა პარლამენტის გადაწვეტილებას უმეროვი და თქვა, რომ „მთავარი მიზანი გამარჯვებაა“.

უკრაინის კონტრიერიშის ტემპი, მიზანი და შედეგები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00

„მე ყველაფერს გავაკეთებ, შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც უკრაინის გამარჯვებისთვის - ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ტერიტორიას და ყველა დაკავებულ ადამიანს“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქსზე“ უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი.

უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, რომელიც ამბობს, რომ „რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დრო თავდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა“

„მოველით, რომ ახალი მინისტრი სწრაფად დაიწყებს მოვალეობების შესრულებად და გააგრძელებს თავდაცვის სექტორის რეფორმებს“,- ამბობს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

უკრაინაში რუსეთის 18 თვიანი ომის ფარგლებში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ კიევს ახალი მიდგომები სჭირდება და სამხედროებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალი ფორმებია საჭირო.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოლექსი რეზნიკოვი ხელმძღვანელობდა, რომლის გადაყენებასაც უკრაინის რადამ მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG