ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმზე თავდასხმა - "ამაყი ბიჭების" ერთ-ერთ ლიდერს 33 წლიანი პატიმრობა ემუქრება


ფედერალური პროკურორები სამშაბათს ამერიკის დედაქალაქის სასამართლოში "ამაყი ბიჭების" ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ 33-წლიან პატიმრობას მოითხოვენ.

ტარიო 6 იანვარს ვაშინგტონში არ იმყოფებოდა, რადგან მას სხვა მოსამართლემ, იმ დღეს, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ყოფნა უბრძანა. თუმცა, პროკურორები მიიჩნევენ, რომ ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას ბალტიმორიდან ხელმძღვანელობდა.

ტარიოს ადვოკატები მის მიმართ ბრალის მნიშვნელოვნად შემსუბუქებას ითხოვენ. მოსამართლე ტიმოთი კელიმ გასულ კვირას ულტრა-მემარჯვენე ჯგუფ "ამაყი ბიჭების" ლიდერს, ეთან ნორდინს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პროკურორები 27-წლიან სასჯელს ითხოვნენ. კიდევ ერთი ასეთი, ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა აქვს მისჯილი "შეფიცულების" ლიდერს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის ასევე ერთ-ერთ ლიდერს - სტიუარტ როდის.

2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ 1 100-მდე ადმიანი დააკავეს. მათგან 630-მა თავი დამნაშავედ ცნო, 110 უკვე გასამართლდა. თავდასხმისას ან თავდასხმიდან მალევე, 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის პოლიციის 1 ოფიცერი. 140-მდე პოლიციელი დაშავდა. კაპიტოლიუმის შენობისთვის მიყენებულილ ზარალი კი მილიონობით დოლარად შეფასდა.

2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისთვის გაწეული ფართო ძალისხმევის გამოსაძიებლად, სპეციალური პროკურორი - ჯეკ სმითია დანიშნული. მისმა გუნდმა ბრალი უკვე წაუყენა დონალდ ტრამპს, რესპუბლიკელთა ყვველაზე პოპულარულ საპრეზიდენტო კანდიდატს.

XS
SM
MD
LG