ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბაში გამოვლენილი ტრეფიკინგის ქსელი სავარაუდოდ რუსეთს ეხმარება


კუბის მთავრობამ ტრეფიკინგის ორგანიზებული ქსელი გამოავლინა, რომელიც კუბასა და რუსეთში მოქმედებს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად, კუბის მოსახლეობის ტრეფიკინგს ახორციელებს.

დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენის შესახებ განცხადება ორშაბათს, კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტრეფიკინგის ორგანიზებულ ქსელს გაანეიტრალებს.

რუსეთმა, შარშან, სამხედრო ძალების 30%-ით გაზრდის პირობა დადო, რაც ჯარების რაოდენობის 1.5 მილიონამდე ზრდას გულისხმობდა.

მიმდინარე წელს კი, ქალაქ რიაზანში მოქმედმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე კუბელმა, რუსეთის სამხედრო ნაწილებთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ იბრძვის.

გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" კითხვებს არ პასუხობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

მიმდინარე წლის დასაწყისში, კუბის და რუსეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე “ერთობლივი ტექნიკური სამხედრო პროექტების განვითარება” განიხილეს.

პრეზიდენტ მიგელ დიაზ კანელის ადმინისტრაცია უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG