უკრაინის პარლამენტმა, სამშაბათს, ოლექსი რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების წინადადება დამტკიცა. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, მას რუსტემ უმეროვი ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე ქვეყნის წამყვან პრივატიზების საატენტოს ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან ათავისუფლებს რეზნიკოვს და უმეროვს მისი შეცვლა შესთავაზა.
რეზნიკოვმა თანამდებობა ორშაბათს დატოვა. ეს ომის 18 თვის თავზე, უკრაინის თავდაცვის ძალებში პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
უმეროვი წარმოშობით ყირიმელი თათარი და ყოფილი დეპუტატია. ის 2022 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო ქონების ფონდს ხელძღვანელობს და მის საქმიანობას, ინსტიტუტში, რომელიც ჩაფლული იყო კორუფციულ სკანდალებში, ბევრი დადებითად აფასებს. მან ასევე განაახლა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რამაც ომის დროს უკრაინას რეკორდულად მაღალი შემოსავალი მოუტანა.
რეზნიკოვი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო დასავლელთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის ლობირებაში. ამასთან, მისი სამინისტრო, თუმცა არა თავად, ხშირად იყო კორუფციის შესახებ გამოთქმული ბრალდებების სამიზნე.