უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, უკრაინის მთავარი პრივატიზების სააგენტოს ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს შესთავაზა. მისი კანდიდატურა პოსტზე ქვეყნის პარლამენტმა, უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.
3 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. იმავე ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ მინისტრის პოსტს რუსტემ უმეროვი დაიკავებდა.
"მინდა, აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვმა სრულფასოვანი 550 დღე გაიარა, მასშტაბური ომი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს ესაჭიროება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთელ საზოგადოებასთან" - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას.
გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს უმეროვის შესახებ, რომელიც პარლამენტში მისი დამტკიცების შემთხვევაში, ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის:
- 41 წლის უმეროვი ყირიმელი თათარია. დაიბადა სამარყანდში, უზბეკეთში, ყირიმელი თათრების ოჯახში, რომელიც დეპორტირებული იყო მაშინდელი საბჭოთა ყირიმიდან, 1940-იან წლებში. 2020 წლიდან, უმეროვი უკრაინის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც ყირიმის ოკუპაციის დასრულების სტრატეგიაზე მუშაობს.
- 2022 წლის სექტემბერში, უმეროვი, მაშინდელი დეპუტატი პროევროპული პარტიიდან "ჰოლოსი", სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი გახდა. ეს არის სააგენტო, რომელიც სახელმწიფო აქტივებს კერძო ინვესტორებზე ყიდის. მას მიაწერენ გარდატეხას ინსტიტუტში, რომელიც ხშირად იყო ჩაფლული კორუფციულ სკანდალებში. მან ასევე განაახლა სახელმწიფო ქონების გაყიდვები, რამაც ომის დროს სახელმწიფოს რეკორდული შემოსავალი მოუტანა.
- უმეროვი, რომელსაც მასთან დაახლოებული ადამიანები ნიჭიერ მომლაპარაკებელად თვლიან, უკრაინის იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 2022 წლის მარტში, რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში და ტყვეების გაცვლაში. მათ შორის, "აზოვის" დანაყოფის მებრძოლების დახსნაში, რომლებიც ტყვედ 2022 წელს, მარიუპოლისთვის ბრძოლის დროს ჩავარდნენ. საუდის არაბეთში პრეზიდენტს ზელენსკის ვიზიტის დროს, ის დელეგაციის წევრი იყო. უმეროვი ასევე თან ახლდა უკრაინის პირველ ლედის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს.
- უმეროვმა კარიერა კერძო სექტორში დაიწყო. 2004 წელს, ის მონაწილეობდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი მობილური ტელეფონების ოპერატორ კომპანიაში. 2013 წელს მან შექმნა საკუთარი საინვესტიციო კომპანია "ასტემი" და "ასტემის ფონდი". მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის დიპლომი ფინანსებში.