პარასკევს, რამდენიმე შვედმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ წელს, ნობელის პრემიის დაჯილდოებას ბოიკოტს გამოუცხადებს, მას შემდეგ, რაც ამ კერძო ფონდმა, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულ, პრესტიჟულ ცერემონიას ატარებს, ერთი წლის წინ მიღებული პოზიცია შეცვალა და რუსი, ბელარუსი და ირანელი წარმომადგენლები მიიწვია.
ნობელის ფონდმა აღნიშნა, რომ მოსაწვევები გაუგზავნა შვედეთში და ნორვეგიაში დიპლომატიური ეგიდით მყოფ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან ეს ნაბიჯი ყველასთვის ნობელის პრემიის მნიშვნელობის და პრიზის მთავარი გზავნილის მიტანას აადვილებს.
ჯერჯერობით უცნობია, 10 დეკემბრის საღამოსთვის ეს მოსაწვევები უკვე გაიგზავნა, თუ არა.
ფონდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ზე (წარსულში "ტვიტერი"), შვედეთის დასაქმების მინისტრმა ჯოჰან პერსონმა “ უკიდურესად არაგონივრული” უწოდა. შარშან, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ცერემონიაზე რუსეთის და ბელარუსის ელჩები არ მიუწვევიათ.