შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაერთიანდნენ.
„ჩვენ მკაფიონი ვიყავით, როგორც ქართველი ხალხია მკაფიო. ჩვენ მკაფიონი ვართ იმაში, რასაც ვხედავთ - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ თავის მომავალს ევროპასთან და ევროკავშირთან ხედავს და საქართველოს მიეცა მკაფიო საგზაო რუკა, კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ახლა გაერთიანდნენ და ამ მიზნის მისაღწევად იმუშაონ. განსაკუთრებით, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს ერთიანობა, არასდროს ყოფილა ასე მწვავედ საჭირო“ - განაცხადა აშშ-ის საგარეო უწყების სპიკერის მთავარმა მოადგილემ.
ვედანტ პატელმა, საქართველოს შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. „საქართველოს პრორუსული ხელისუფლება, ახლა საკუთარ პრეზიდენტს დევნის, რომელიც ცდილობს ევროპულ გზას გაჰყვეს და მის იმპიჩმენტს ცდილობენ”- განაცხადა მან.