ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა დიდი ნაწილი ნაციონალურ მაუწყებლებს არ ენდობა


„გალოპისა“ და Knight Foundation-ის ბოლო ერთობლივი კვლევის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნაციონალური მაუწყებლების ახალი ამბები ტენდენციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს და ჟურნალისტური მეთოდებით ცდილობს საზოგადოებას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბოს.

კვლევა, რომელიც გასულ ოთხშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 25 პროცენტი ენდობა ნაციონალური მაუწყებლების მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს.

კითხვაზე - ფიქრობთ, თუ არა რომ ეროვნულ მაუწყებლებს არ სურთ შეცდომაში შეგიყვანოთ, გამოკითხულთა 50 პროცენტი ამბობს, რომ არ ეთანმება ამ მოსაზრებას, მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ კი - ეთანხმება.

გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი ამბობს, რომ ჟურნალისტები საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ამავე კვლევით ირვკევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, 52 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული მაუწყებლები „თავიანთი მკვითხველის, მაყურებლისა და მსმენელის ინტერესებზე ზრუნავენ“.

„ ეს გასაოცარი იყო ჩვენთვის,“- ამბობს მკვლევარი სარა ფიორონი „გალოპიდან“. კვლევით ირკვევა, რომ ნაციონალური მაუწყებლების ახალ ამბებს უფრო მეტად დემოკრატები ენდობიან, ვიდრე რესპუბლიკელები. გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობა (55 პროცენტი) აქვე ამბობს, რომ ახალი ამბები პოლიტიკურად მიკერძოებულია.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 10 პროცენტით არის გაზრდილი. ახალი კვლევით ირკვევა, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი 51 პროცენტი, ახალ ამბებს ონლაინ კითხულობს, უყურებს ან უსმენს, 31 პროცენტი კვლავ ტელევიზორს უყურებს, 7 პროცენტი ამბობს, რომ ახალ ამბებს რადიოში უსმენს, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ინფორმაციას იღებს 3 პროცენტი. 18-25 წლის ახალგაზრდების 88 პროცენტი ამბობს, რომ ახალ ამბებს ინტერნეტით იღებს.

კვლევაში 5 593 ამერიკელი მონაწილეობდა, რომლებიც 18 წლის ზევით ასაკის იყვნენ. გამოკითხვა 2022 წლის 31 მაისიდან 21 ივლისამდე ჩატარდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG