ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-სირიის საზღვარზე კიდევ ერთი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


თურქეთ-სირიის საზღვარზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ ჰათაის პროვინცია იყო. პირველი ბიძგები 20 თებერვალს, ანკარის დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.

„ალ-ჯაზირა“ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ამბობს, რომ მალევე განმეორებითი ბიძგებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთის სიმძლავრე 5.8 იყო.

ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა. ჯერჯერობით ცნობები არც მსხვერპლზე ვრცელდება.

6 თებერვალს, თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 47 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ვარაუდობენ, რომ ეს მიწისძვრა მოსაზღვრე ქვეყნებს ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდება.

გეოლოგების ინფორმაციით, 6 თებერვლის შემდეგ, განმეორებითი მიწისძვრების რიცხვი რეგიონში 5 000-ს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG