ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა ორშაბთს, ცენტრალურ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, გამთენიისას, თურქეთში დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა კვიპროსსა და ლიბანში. შუადღეს, თურქეთში კიდევ ერთი, 7,7 მაგინტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

„აკვანივით ვირწეოდით. შინ ცხრანი ვიყავით, ჩემი ორი ვაჟი ჯერ კიდევ ნანგრევებშია“ - ითხრა მიწისძვრით დაზარალებულმა ქალმა, სააგენტო „როიტერს“, ქალაქ დიარბარქირში.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, 912 ადამიანი დაიღუპა, 5383 დაშავდა ჯამში კი, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში 2 818 შენობა დაინგრა.

ერდოღანი ამბობს, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს მსხვერპლისა და დაშავებულთა რაოდენობა. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

„ყველა სულსა და გულს დებს საკუთარ ძალისხმევაში, თუმცა მიწისძვრა, რომელიც ზამთრის ღამეს ხდება, საქმეს კიდევ უფრო ართულებს“ - თქვა ერდოღანმა.

სირიაში, რომელიც ბოლო 11 წლიანი სამოქალაქო ომის გამო თითქმის სრულად დანგრეულია, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიწისძვრას 326-ზე მეტი ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა 1042. სირიელ მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ჩრდილო-დასავლეთში, მაშველების განცხადებით, 221 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრა სირიაში, ქალაქი ჯანდარისი
მიწისძვრა სირიაში, ქალაქი ჯანდარისი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარას დახმარება 45-მა სახელმწიფომ შესთავაზა.

შეერთებული შტატები „ღრმად არის შეშფოთებული“ მიწისძვრის გამო და ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. „ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ყველა საჭირო დახმარება“ - წერს „ტვიტერზე“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი.

1999 წლის შემდეგ, ეს თურქეთში მომხდარი ყველაზე მძიმე მიწისძვრაა. მაშინ ეპიცენტრი ქალაქ იზმიტში იყო, რომელიც თითქმის სრულად განადგირდა, სედეგად კი 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG