ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს საჰაერო განგაშის სიგნალების ფონზე უმასპინძლა


უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს კიეევში უმასპინძლა. შეხვედრების პარალელურად დედაქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები ჩაირთო. თუმცა, სიგნალების შემდეგ სარაკეტო იერიშის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ბლოკის ლიდერები კიევში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებასა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივებს განიხილავდნენ.

ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარე და ევროსაბჭოს თავმჯდომარე კიევში უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოსახატად ჩავიდნენ.

"ჩვენი სიმტკიცე არ გატყდება. ჩვენ ასევე დაგიჭერთ მხარს ევროკავშირისკენ გზაზე გადადგმულ ყველა ნაბიჯში", - განაცხადა შარლ მიშელმა პარასკევს. მან "ტვიტერზე" კიევის ცენტრალურ მოედანზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სადამსჯელო ზომის მიღებას სთხოვს, თუმცა სანქციების პაკეტი, რომელსაც ბლოკი ომის წლისთავისთვის ამზადებს, ყველა მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა ომში მყოფი ქვეყანა გაწევრიანებას დაჩქარებული წესით მაინც ვერ შეძლებს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებებისას საუბარი იყო მეტი იარაღის, ფინანსური დახმარების, ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. უკრაინული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე უკეთესი წვდომისა და მოსკოვისთვის სანქციების პარალელურად ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით.

XS
SM
MD
LG