ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია: პატრიარქი კირილი კგბ-სთვის მუშაობდა


პატრიარქი კირილი 1970 წლებში კგბ-ს აგენტი იყო - ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. შვეიცარიაში მოპოვებული საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი და პუტინის მხარდამჭერი შვეიცარიაში აგენტად წლების განმავლობაში მუშაობდა.

შვეიცარიის პოლიციის დოკუმენტებში ის მოხსენიებულია, როგორც "მონსენიერ კირილე" და აღნიშნულია, რომ ის კგბ-სთვის მუშაობდა. თავდაპირველად რუსეთის პატრიარქის კგბ-სთან კავშირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთებმა, Sonntagszeitung და Le Matin Dimanche დაბეჭდეს და გაავრცელეს.

მედია ამბობს, რომ ჟურნალისტებმა გაშიფრეს დოკუმენტები, რომლებიც შვეიცარიის ეროვნულ არქივშია დაცული.

ირკვევა, რომ კირილე, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჟენევაში ცხოვრობდა, და წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ეკლესიათა საბჭოში. "ფრანს პრესის" თანახმად პატრიარქ კირილეს კგბ-ში ზედმეტსახელი "მიხაილოვი" ჰქონდა.

გავრცელებულ დოკუმენტებზე კირილი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დუმს. ინფორმაციას კირილის ჯაშუშობასთან დაკავშირებით არ ფლობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG