ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი დიპლომატი მოსკოვში მიემგზავრება- ამერიკაში შიშობენ, რომ ვიზიტი იარაღის მიწოდებას შეეხება


ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგ ი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, შესაძლოა, ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდეს. ამერიკაში ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა და ზოგადად, ვიზიტი, შესაძლოა ჩინეთის მხრიდან, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდეს.

ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას რუსეთ-უკრაინის ომში. ეს კი თავის მხრივ, ამერიკა-ჩინეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას.

გასულ კვირას, ამერიკაში ჩინეთის აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ, ვანგ იმ, ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ნორმების დარღვევასა და "ისტერიკულ" ქცევაში დასდო ბრალი.

ვანგის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა "მშვიდად უნდა იმსჯელონ" იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი და რომ პეკინი მალე წარადგენს "ჩინეთის ხედვას, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზებით გადაჭრის შესახებ".

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, დაადასტურა ჩინელი დიპლომატის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, ზუსტი თარიღები, ან ვიზიტის მიზანი მას არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG