ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზახაროვა: სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა


მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი
მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა კიევში ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლადიმირ ზელენსკის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემუქრება.

ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა: „შოუ - შუშის მიღმა მყოფ სააკაშვილზე სულ უფრო ამაღელვებელი ხდება“. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამ განცხადების დასაბუთების მიზნით იშველიებს საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" გამოძიებას. მისი თქმით, სააგენტომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფის "აკერმანის" ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.

"სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის. თუ გავითვალისწინებთ [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან [პრეზიდენტ ვოლოდიმირ] ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.

XS
SM
MD
LG