ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ რუსი ოპოზიციური ლიდერის ნავალნის ოფისი გაჩხრიკა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ პოლიციელებმა ის თავისი ოფისიდან “გაათრიეს” და ანტი-კორუფციული ფონდის მოსკოვის შტაბ-ბინაში ახალი ჩხრეკა ჩაატარეს.

ნავალნიმ “ტვიტერით” გაავრცელა: “ბოლო ინფორმაციაა: არავინ დაუკავებიათ. უბრალოდ ოფისიდან გამათრიეს.” ნავალნი “ტვიტერით” პირდაპირ გადასცემდა და ვიდეოებში ჩანს პოლიციელები ოფისში, ხელსაწყოს გამოყენებით, ძალით როგორ შედიან.

თავდაპირველად ნათელი არ იყო, თუ კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი რატომ დააკავეს.

23 დეკემბერს, მისი ფონდის პროექტის მენეჯერი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაამწესეს და არქტიკაში გაგზავნეს.

24 დეკემბერს ნავალნიმ შეიტყო, რომ 23 წლის რუსლან შავედდინოვი მის მოსკოვის ბინაში აიყვანეს და 5600 კილომეტრით დაშორებულ, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის "ნოვაია ზემლიაზე," საჰაერო თავდაცვის ბაზაზე სამხედრო სამსახურში გაუშვეს.

რუსეთის სამხედრო ძალებში სამსახური, თვრამეტიდან 28 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის სავალდებულოა. ნამსახური ჯარისკაცები ახალწვეულებს ხშირად სასტიკად ეპყრობიან და ავიწროებენ, ამიტომ ბევრი ახალგაზრდა ყველა გზით ცდილობს სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG