რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პარასკევს ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრეს-სპიკერი ავრცელებს.
ნავალნიმ 30-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი არასანქცირებული დემონსტრაციისკენ მოწოდებისთვის მოიხადა. მოსკოვში აქციები ოპოზიციონერი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის დასაბლოკად იმართებოდა.
ნავალნი ბოლო წლებში ციხეში უკვე ათზე მეტჯერ მოხვდა. ამ უკანასკნელი ერთთვიანი პატიმრობისას, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით, ეს მწვავე ალერგიული რეაქცია იყო. საავადმყოფომ ეჭვები მისი მოწამვლის თაობაზე უსაფუძვლოდ შეაფასა და ის ციხეში დააბრუნეს.
ნავალნის ერთ-ერთმა თანაშემწემ ლეონიდ ვოლკოვმა, რომელიც ივნისში იმავე საკანში იხდიდა სასჯელს, სადაც ნავალნი იჯდა, თქვა, რომ მასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემები. ვოლკოვი ხელისუფლებას დაკავების დაწესებულებებში ჰიგიენის სტანდარტების შემოწმებისკენ მოუწოდებს.
Facebook Forum