ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსეი ნავალნიც ფიქრობს, რომ ის შესაძლოა მოწამლეს


ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში
ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი აქტივისტი ალექსეი ნავალნიც იზიარებს მისი ადვოკატის და ექიმის ეჭვს, რომ ის ციხეში ყოფნის დროს, შესაძლოა მოწამლეს. ნავალნი საავადმყოფოში 28 ივლისს გადაიყვანეს. მას ციხეში სახე ძალიან დაუსივდა და კანზე გამოაყარა. ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ, პატიმარი ისევ ციხეში დააბრუნეს.

ნავალნიმ თავის ვებგვერდზე დაწერა: "ნუთუ ისინი მართლაც ასეთი აბსოლუტური იდიოტები არიან, რომ გწამლავენ ისეთ ადგილას, სადაც ეჭვი მარტო მათზე გექნება?.. ახლა დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ის ხალხი, ვინც რუსეთის ხელისუფლებაშია, მართლაც სულელია".

ოპოზიციონერი აქტივისტი 27 მაისის უკანონო დემონსტრაციის გამართვის ბრალდებით დააკავეს, რაც ნავალნიმ მაშინვე გაასაჩივრა. რუსეთის სააპელაციო სასამართლო მისი 30-დღიანი დაკავების განაჩენს დღეს განიხილავს. მოსკოვში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია რუსეთის პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და 1 400-მდე ადამიანი დააკავა.





Facebook Forum

XS
SM
MD
LG