ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა


საპროტესტო აქცია მოსკოვში, 5 მაისი, 2018 წელი.
საპროტესტო აქცია მოსკოვში, 5 მაისი, 2018 წელი.

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ედება მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობაში.

ნავალნი და ასობით მისი მხარდამჭერი მოსკოვში და ათობით სხვა ქალაქში გასულ კვირას სწორედ აქციებზე დააკავეს. ნავალნი დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს, თუმცა არასანქცირებული მსვლელობის მოწყობაში მაინც დასდეს ბრალი.

ალექსეი ნავალნის, რომელიც პუტინის საწინააღმდეგო აქციებს 2012 წელსაც აწყობდა, წელს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. ფინანსური მაქინაციების ბრალდება, რომელიც ამის საფუძვლად გამოიყენეს, მისი თქმით, "შეთითხნილი" და უსამართლოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG