ვლადიმირ პუტინმა, რომელიც თითქმის ოცი წელია ქვეყანას ხან როგორც პრეზიდენტი და ხან როგორც პრემიერი უდგას სათავეში, დღეს მეოთხედ დადო პრეზიდენტის ფიცი კრემლში.
„მე მივიჩნევ ჩემს მოვალეობად და ცხოვრების მიზნად, გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია რუსეთისთვის, მისი აწმყოსა და მისი მომავლისთვის“, თქვა ანდრეევსკის დარბაზში, მოოქროვილ ბიბლიაზე ფიცის დადებისას ვლადიმირ პუტინმა.
ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით, ის ვერ შეძლებს მეხუთედ იყაროს კენჭი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა. რადგან არსებული ნორმით, მას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია იყოს პრეზიდენტი. მისი წინა საპრეზიდენტო ვადა უკრაინაში შეჭრით, ყირიმის ანექსიით და სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამხედრო მხარდაჭერით აღინიშნა.
ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე პუტინის მიერ პოსტის კიდევ ერთხელ დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმათა. შაბათს, მოსკოვის ცენტრში, დემონსტრაციაზე მისვლიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი. მოსკოვსა და 90-მდე სხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე ჯამში ასობით ადამიანი დააკავეს. ალექსეი ნავალნი კვირას გათავისუფლეს.
მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნავალნის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. პუტინმა 7 სხვა სუსტი კონკურენტი მარტივად დაამარცხა და ოფიციალური მონაცემებით ხმათა 77 % მიიღო.
სართაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო პროცესს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ რეალური არჩევანი და კონკურენცია უზრუნველყოფილი არ იყო და თავად კენჭისყრის პროცესიც დარღვევებით მიმდინარეობდა. რუსეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამ დარღვევებს "უმნიშვნელოს" უწოდებენ, თუმცა ამბობდნენ, რომ მათ "იძიებენ".
"საერთაშორისო ამნისტიის" აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი დენის კრივოშევი ამბობს, რომ მომიტინგეთა ასეთი ძალით დაშლა აღმაშფოთებელია. მან დაგგმო რუსეთის ხელისუფლების ის ქმედებები და მეთოდები, რომლებითაც ის "კიდევ ერთხელ უშლის ხელს საპროტესტო მსვლელობებს და ზღუდავს ხალხს ქუჩაში გამოსვლისგან როგორც მოსკოვში, ისე სხვაგან.
"თუმცა ყველაზე საშინელი არის პოლიციის უმოქმედობა, რომელმაც საშუალება მისცა უცნობ ადამიანებს მოსკოვის ქუჩებში პროტესტის მონაწილეები ეცემათ", რის საფუძველზე ჰქონდათ უფლება კაზაკების ფორმაში გამოწყობილ ამ ადამიანებს, რომ ძალა გამოეყენებინათ, კვლავ ღია კითხვად რჩება", ამბობს კრივოშევი.
თუმცა პუტინს გულწრფელი მხარდამჭერებიც ჰყავს. ახალგაზრდულმა ნაციონალისტურმა მოძრაობამ მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლა მოაწყო და ამ უკანასკნელთათვის ხელის შესლა სცადა. მათ სურდათ პუშკინის მოედანზე ოპოზიციის მხარდამჭერები არ შეეშვათ. "პუტინი-რუსეთი! არა-მაიდანს" - ამ შეძახილებით გაიმართა მათი კონტრაქცია, რომელსაც თავად
პრო-რუსული მთავრობის მხარდასაჭერად მიიჩნევენ.
მაკსიმ სლავინი, რადიკალური პრო-პუტინული "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" სპიკერის თქმით, მისი ევრები იქ იმის დასამტკიცებლად იყვნენ, რომ პუტინის მხარდამჭერები "ხალხის ხმას" წარმოადგენენ. მისი თქმით რუსი ხალხი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას უკრაინაში და სულ ახლახან სომხეთში მომხდარი რევოლუციების მსგავსი მოვლენები.
"ჩვენ ვეწინააღდეგებით კანონის მიღმა მთავრობაში ნებისმიერ ცვლილებას. ეს უნდა მოხდეს რეფერენდუმის ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, ან არჩევნების გზით და არა სხვაგვარად", - ამბობს სლავინი.
Facebook Forum