ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს


რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლისკენ მოუწოდებს. 28 იანვარს დაგეგმილ აქციაზე, ნავალნის თქმით, ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მოქალაქეები ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალურად დარეგისტრირდა საარჩევნო კომისიაში როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 18 მარტს დაგეგმილ არჩევნებში, სავარაუდოდ, ისევ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს და პოსტს შემდეგი 6 წლის ვადით დაიკავებს.

ნავალნის არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდება იმ პირობითი სასჯელის გამო, რომელსაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ნავალნი ამტკიცებს, რომ პუტინის პოპულარობა, ძირითადად მიკერძოებული, არაობიექტური მედიასაშუალებების დამსახურებაა. ასევე იმ საარჩევნო სისტემის, რომელიც ლეგიტიმურ ოპონენტებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს.

XS
SM
MD
LG